პერიიმპლანტიტის ქირურგიული კურნალობა
Surgical Therapy of Peri-Implantitis
იმპლანტაციის შემდგომ პერი იმპლანტიტის შემთხვევების რაოდენობა დღითიდღე მატულობს. შესაბამისად აქტუალურია მკურნალობის მეთოდებიც. თუმცა დღევანდელი მდგომარეობით პერი იმპლნატიტის მკურნალობა მაინც არაეფექტურად ითვლება და არსებული მიდგომები ძალიან მცირე ხნიან გამოჯანმრთელების ეფექტს იძლევა.
მასტერ კლასზე განხილული იქნება სხვადასხვა ქირურგიული ტექნიკების უპირატესობები და ნაკლოვანებები, ასევე განსხვავებული ზედაპირის მქონე იმპლანტების დეკონტამინაციის მეთოდები.
მონაწილეები საკუთარი ხელით შეასრულებენ მანიპულაციებს:
ელასტოკორექტორების გამოყენება
Use of elastokorectors, treatment guidelines and indications.
შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
ქსოვილების მენეჯმენტი იმპლანტაციის დაგეგმვის და შესრულებისას
Soft tissue management around Implants
მკურნალობის სწორი გეგმის შედგენა ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია სტომატოლოგიაში. იმპლანტაციის საშუალებით კბილების აღდგენისას, ექიმი ქირურგი ამოწმებს ძვლოვან ქსოვილს, თანკბილვას კრებს ანამნეზს, გეგმავს იმპლანტის პოზიციონირებას და ირჩევს მასალას. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია რბილი ქსოვილების გამოკვლევა, შეფასება და საჭიროებისამებრ მათი კორექცია. მიმაგრებული ანუ კერატინიზირებული ღრძილის შექმნა, ლაგმებისა და ჭიმებისგან განთავისუფლება, კარიბჭის დაგრძელება და სხვა... რბილი ქსოვილების მენეჯმენტი ანუ ის ოპერაციები რომლებიც ქმნიან სასურველ გარემოს იმპლანტაციისა და შემდგომი ორთოპედიისთვის წარმატებული მკურნალობის საფუძველია.
მასტერ კლასზე განხილული იქნება რბილი ქსოვილების შეფასების მეთოდები, მათი მომზადება იმპლანტაციისთვის და პლასტიკური ოპრეაციები იმპლანტაციის შემდგომ.
ყველა მონწილისათვის განსაზღვრულია ინდივიდუალური მიკროქირურგიული ანაწყობი და ღორის ყბის მოდელი სამუშაოდ.
მასტერ-კლასზე მონაწლეთა მაქსიმალური რაოდენობაა 20 ადამიანი.
ინდივიდუალური სწავლება პირის ღრუს პროფილაქტიკაზე - საბაზისო კურსი
ITOP (Individually Trained Oral Prophylaxis)
ITOP-ი წარმოადგენს სასწავლო პროგრამას, რომელიც შექმნა ჯირი სედელმაიერმა (Jiri Sedelmayer) ჰამბურგის უნივერსიტეტში. 2006 წლიდან დაიწყო ტრენინგების ჩატარება მთელს მსოფლიოში და დღემდე აქტიურად აგრძელებს - უკვე 15 000-მა პრაქტიკოსმა სტომატოლოგმა გაიარა ეს სემინარი 45 სხვადასხვა ქვეყანაში. 2018 წელს ამ ქვეყნებსშეუერთდა საქართველოც, კომპანია ,,კურაპროქსისა“ და ,,საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის“ ძალისხმევით. ITOP-ის ფილოსოფიური მიდგომა ძალიან პოპულარული და ერთ ერთი ძლიერი წარმომადგენელია ევროპაში, პროფილაქტიკური სტომატოლოგიის მიმართულებით.
კურსის აღწერაITOP-ის კურსი გთავაზობთ გლობალური მიდგომებისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით პაციენტების მოტივაციისმაღლების მეთოდებს. კურსის ძირითად ღირებულებასწარმოადგენს ე.წ. "easy to use” ანუ "გამოსაყენებლად მარტივი“ ხერხები რომლებიც ამაღლებენ პირის ღრუში მომუშავე პროფესიონალთა კვალიფიკაციას. ძირითადი დრო ეთმობა პრინციპს "Hands on” ანუ აკეთე საკუთარი ხელით, რაც გარანტირებულად გვაძლევს საშუალებას ტრენინგის შემდგომ, სახლშიც და ინდივიდუალურ პრაქტიკაშიც გავაგრძელოთ და აქტიურად გამოვიყენოთ ნასწავლი მეთოდები. ჩვენი გუნდისათვის მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი პრაქტიკოსი ექიმი ჩაერთოს, შემოუერთდეს ამ კურსს და დანერგოს პროფილაქტიკური მიდგომები საკუთარ ყოველდღიურ პრაქტიკაში.
კურსის შინაარსი