მასტერ-კლასი / Hands-on Course

 

 
27 ოქტომბერი / შაბათი
27 October / Saturday
10:00-14:00
მიროსლავ სოლონკო / Myroslav Solonko, DDS

პერიიმპლანტიტის ქირურგიული კურნალობა

Surgical Therapy of Peri-Implantitis


 
 






იმპლანტაციის შემდგომ პერი იმპლანტიტის შემთხვევების რაოდენობა დღითიდღე მატულობს. შესაბამისად აქტუალურია მკურნალობის მეთოდებიც. თუმცა დღევანდელი მდგომარეობით პერი იმპლნატიტის მკურნალობა მაინც არაეფექტურად ითვლება და არსებული მიდგომები ძალიან მცირე ხნიან გამოჯანმრთელების ეფექტს იძლევა.

მასტერ კლასზე განხილული იქნება სხვადასხვა ქირურგიული ტექნიკების უპირატესობები და ნაკლოვანებები, ასევე განსხვავებული ზედაპირის მქონე იმპლანტების დეკონტამინაციის მეთოდები.

მონაწილეები საკუთარი ხელით შეასრულებენ მანიპულაციებს:

  • პერი იმპლანტიტის მკურნალობა ღია ნაფლეთის საშუალებით
  • კომბინირებული ქირურგიული მკურნალობა - რეზექციული და რეგენერაციული ტექნიკების გამოყენებით
მასტერ-კლასზე მონაწლეთა მაქსიმალური რაოდენობაა 20 ადამიანი.

 
 
27 ოქტომბერი / შაბათი
27 October / Saturday
10:00-14:00
ოლგა არსენინა / Olga Arsenina, Prof.

ელასტოკორექტორების გამოყენება

Use of elastokorectors, treatment guidelines and indications.


 
 






შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  1. ელასტოპოზიციონერის სახესხვაობანი:
    • ინდივიდუალურად დამზადებულები
    • სტანდარტულად დამზადებული:
      - ტრენერები (ცისფერი, ვარდისერი)
    • სტანდარტულად ინდივიდუალიზირებული:
      - მიობრეისი
      - LM-აქტივატორი
      - ორთო-ტეინი
      - კორექტორი
  2. კორექტორის კონსტრუქციული თავისებურებები და მისი უპირატესობანი
  3. კორექტორის ჩვენებები და უკუჩვენებები
  4. კორექტორის შერჩევა და პირის ღრუში მორგება
  5. ფუნქციონალური დარღვევების დიაგნოსტიკა პაციენტებში ყბა-კბილთა სისტემის ანომალიებით
  6. ყბა-კბილთა სისტემის ანომალიები ბავშვებში, სიხშირე, სახეები და პათოლოგიები
  7. ოტორინოლარინგოლოგიური პათოლოგიების ზეგავლენა ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების ჩამოყალიბებაზე
  8. მიოვარჯიშები კორექტორის საშუალებით
  9. კორექტორის გამოყენება პროფილაქტიკური და სამკურნალო მიზნით: სარძევე, ცვლადი და მუდმივი თანკბილვის ანომალიების დროს
  10. კორექტორის და მოსახსნელი მექანიკური აპარატების კომბინირებული გამოყენება
  11. კორექტორში ვესტიბულური რკალისა და ზამბარის დამზადების ტექნიკა
  12. სახის რკალის და კორექტორის კომბინირებული გამოყენება
  13. ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების მკურნალობის შორეული შედეგები (7-10 წლის შემდეგ)
  14. კორექტორის გამოყენება:
    • ძილის აპნოეს სინდრომი
    • საფეთქელ-ქვედაყბის სახსრის დისფუნქცია
    • საღეჭი კუნთების დისკოორდინაციის დროს ორთოდონტულ და ორთოპედიულ მკურნალობამდე
    • პათოლოგიური ცვეთა
    • ბრუქსიზმი
  15. რეტენციული პერიოდის დაცვა კორექტორით - ბრეკეტ სისტემით მკურნალობის შემდეგ

 
 
27 ოქტომბერი / შაბათი
27 October / Saturday
14:00-18:00
ორესტ შტუკა / Orest Shtuka, DDS

ქსოვილების მენეჯმენტი იმპლანტაციის დაგეგმვის და შესრულებისას

​Soft tissue management around Implants


 
 






მკურნალობის სწორი გეგმის შედგენა ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია სტომატოლოგიაში. იმპლანტაციის საშუალებით კბილების აღდგენისას, ექიმი ქირურგი ამოწმებს ძვლოვან ქსოვილს, თანკბილვას კრებს ანამნეზს, გეგმავს იმპლანტის პოზიციონირებას და ირჩევს მასალას. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია რბილი ქსოვილების გამოკვლევა, შეფასება და საჭიროებისამებრ მათი კორექცია. მიმაგრებული ანუ კერატინიზირებული ღრძილის შექმნა, ლაგმებისა და ჭიმებისგან განთავისუფლება, კარიბჭის დაგრძელება და სხვა... რბილი ქსოვილების მენეჯმენტი ანუ ის ოპერაციები რომლებიც ქმნიან სასურველ გარემოს იმპლანტაციისა და შემდგომი ორთოპედიისთვის წარმატებული მკურნალობის საფუძველია.

მასტერ კლასზე განხილული იქნება რბილი ქსოვილების შეფასების მეთოდები, მათი მომზადება იმპლანტაციისთვის და პლასტიკური ოპრეაციები იმპლანტაციის შემდგომ.

ყველა მონწილისათვის განსაზღვრულია ინდივიდუალური მიკროქირურგიული ანაწყობი და ღორის ყბის მოდელი სამუშაოდ.

მასტერ-კლასზე მონაწლეთა მაქსიმალური რაოდენობაა 20 ადამიანი.

 
 
27 ოქტომბერი / შაბათი
27 October / Saturday
14:00-18:00
თათია როხვაძე / Tatia Rokhvadze

ინდივიდუალური სწავლება პირის ღრუს პროფილაქტიკაზე - საბაზისო კურსი

​ITOP (Individually Trained Oral Prophylaxis)


 
 








ITOP-ი წარმოადგენს სასწავლო პროგრამას, რომელიც შექმნა ჯირი სედელმაიერმა (Jiri Sedelmayer) ჰამბურგის უნივერსიტეტში. 2006 წლიდან დაიწყო ტრენინგების ჩატარება მთელს მსოფლიოში და დღემდე აქტიურად აგრძელებს - უკვე 15 000-მა პრაქტიკოსმა სტომატოლოგმა გაიარა ეს სემინარი 45 სხვადასხვა ქვეყანაში. 2018 წელს ამ ქვეყნებსშეუერთდა საქართველოც, კომპანია ,,კურაპროქსისა“ და ,,საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის“ ძალისხმევით. ITOP-ის ფილოსოფიური მიდგომა ძალიან პოპულარული და ერთ ერთი ძლიერი წარმომადგენელია ევროპაში, პროფილაქტიკური სტომატოლოგიის მიმართულებით.

კურსის აღწერა

ITOP-ის კურსი გთავაზობთ გლობალური მიდგომებისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით პაციენტების მოტივაციისმაღლების მეთოდებს. კურსის ძირითად ღირებულებასწარმოადგენს ე.წ. "easy to use” ანუ "გამოსაყენებლად მარტივი“ ხერხები რომლებიც ამაღლებენ პირის ღრუში მომუშავე პროფესიონალთა კვალიფიკაციას. ძირითადი დრო ეთმობა პრინციპს "Hands on” ანუ აკეთე საკუთარი ხელით, რაც გარანტირებულად გვაძლევს საშუალებას ტრენინგის შემდგომ, სახლშიც და ინდივიდუალურ პრაქტიკაშიც გავაგრძელოთ და აქტიურად გამოვიყენოთ ნასწავლი მეთოდები. ჩვენი გუნდისათვის მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი პრაქტიკოსი ექიმი ჩაერთოს, შემოუერთდეს ამ კურსს და დანერგოს პროფილაქტიკური მიდგომები საკუთარ ყოველდღიურ პრაქტიკაში.

კურსის შინაარსი

  • ვისწავლოთ ITOP-ის სამი მთავარი ღირებულება: მიმღებლობა, ეფექტურობა და ატრავმულობა
  • პრაქტიკული ნაწილი T2T (Touch to teach) ტექნიკით მუშაობა ერთმანეთზე
  • ჩვენება და გაზიარება - მოყოლის ნაცვლად
  • შთაბეჭდილების შექმნა - უბრალო სტომატოლოგიური ვიზიტის ნაცვლად
  • პირის ღრუს პროფილაქტიკის თანამედროვე მეთოდები
  • სტომატოლოგიური პრაქტიკის გამოცოცხლება/სტიმულირება
  • დავეხმაროთ პაციენტებს აღმოაჩინონ პრობლემა და მოგვმართონ ჩვენ